LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო თოლორდავა: „მთელი ცხრა თვე ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი ჩემი შვილის სახეს… ვიცოდი, რომ ამ ასაკში ეს მოლოდინი სულ სხვა ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული…“

1288
ნინო თოლორდავა

ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა, 24 წლის შემდეგ, მეორე შვილის დედა გახდა. მისი და გიორგი დავითაიას შვილი ქვეყანას ცოტა ხნის წინ მოევლინა. რეალობად ქცეულ ოცნებასა და ამით გამოწვეულ დიდ ემოციებზე ნინო „თბილისელებს“ უყვება. აღსანიშნავია, რომ გიორგისა და ნინოს შვილი სუროგაციის გზით გაჩნდა.

ნინო თოლორდავა:

– მთელი ცხრა თვე ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი ჩემი შვილის სახეს. მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობდით ხოლმე: შენი თვალი ექნება თუ ჩემი, შენი ცხვირი ექნება თუ ჩემი, ქერა იქნება თუ შავგვრემანი… სულ ამაზე ვფიქრობდი. ღამე რომ ვწვებოდი, ჩემი შვილის სახე მესიზმრებოდა. თან, შფოთი მქონდა, ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც პირველ შვილს ველოდი, ყველაფერი მარტივად იყო. არც ვნერვიულობდი, არც ვღელავდი. როგორი იქნება, ხომ ორივე ხელზე ხუთი თითი ექნება, ფეხზეც, არა? 24 წლის წინ ასეთ ელემენტარულ რამეებზე არ ვფიქრობდი (იცინის). ახლა ყველაფერზე ვღელავდი. სოციალურ ქსელში რამეს რომ წავიკითხავდი, ყველაფერს ჩემს თავზე წარმოვიდგენდი და ეს განცდებს მიმძაფრებდა.

ვიცოდი, რომ ამ ასაკში ეს მოლოდინი სულ სხვა ემოციებთან იქნებოდა დაკავშირებული, მაგრამ რეალურად ეს ემოციები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი. რომ ვხედავ ჩემი 20 წლის ოცნება რეალობა გახდა, ვერც აღვწერ, რას ვგრძნობ.

– ალბათ, პასუხისმგებლობაც სხვაა…

– ალბათ, ამიტომაც ვღელავდი ცხრა თვე ყველაფერზე. ხომ ორი თვალი და ორი ფეხი ექნება, ხომ კარგად იქნება – ისეთ რამეებზე ვღელავდი, ძალიან ელემენტარულსა თუ მნიშვნელოვანზე, რაზეც წესით, არ უნდა იფიქრო. ვამბობდი, ოღონდ დავინახო და ჯანმრთელი იყოს-მეთქი. ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა-ვედრება და ჩემი თადა ერეკლე ზუსტად ისეთი დაიბადა, როგორზეც მიოცნებია. თუმცა, სიმართლე გითხრათ, იმდენად ლამაზია, ასეთზეც არ მიოცნებია (იცინის).

– რაზე შეთანხმდით, ვის ჰგავს?

– ამაზე სულ დავა გვაქვს. ზოგი მეუბნება, გადაჭრილი შენ ხარო, ზოგი გიორგის ამსგავსებს. პირადად მეც უფრო გიორგის ვამსგავსებ. თავის ფორმით, ტუჩებით, თვალებით მას ჰგავს. გიორგი მე მამსგავსებს და საბოლოოდ ვერ შევთანხმდით, თუმცა ბოლოს ვთქვით, რომ ორივეს გვგავდა (იცინის).

ახლა მე და გიორგი ვსხედვართ და ვსაუბრობთ ხოლმე, რას ვაკეთებდით თადა ერეკლეს გარეშე, როგორ ვცხოვრობდით. გიორგი მარტივად მპასუხობს: უბრალოდ, კარგად გვეძინაო (იცინის). მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო, ვეღარ წარმოგვიდგენია, მის გარეშე რას ვაკეთებდით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g