LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დღეს ყველაზე პოპულარული სერიალის „მონსტრების“ მსახიობები კადრს მიღმა

124
დღეს ყველაზე პოპულარული სერიალის „მონსტრების“ მსახიობები კადრს მიღმა

სერიალი „მონსტრები: ლაილ და ერიკ მენენდესების ისტორია”, დღეს ყველაზე ყურებადი სატელევიზიო შოუა. მისი რეჟისორი გახლავთ რაიან მერფი, რომელიც რეალურ ისტორიებზე დაფუძნებული ფილმების გადაღებაში უკონკურენტოა. საქმე ეხება 1989 წელს, ხოსე და კიტი მენენდესების მსვლელობის საქმეს, სადაც დამნაშავეებად მათი შვილები, ძმები ლაილ და ერიკ მენენდესები ცნეს.

ფილმში აღწერილია სასამართლოს მსვლელობა და აქამდე უცნობი ფაქტები ამ გახმაურებული საქმიდან. მაშინ როცა გამომძიებლები ამტკიცებდნენ, რომ მკვლელობა მშობლების ქონების მითვისების მიზნით მოხდა, სწორედ სასამართლო პროცესებზე გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა მშობლების მიერ მორალურ, ფიზიკურ, სექსუალურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას.

ფილმში მშობლების როლებს ხავიერ ბარდემი და ქლოე სავინი ასრულებენ, ხოლო ერიკ და ლაილ მენენდესების როლში, ახალგაზრდა მსახიობები, ნიკოლას ალექსადერი და კუპერ კოჩი მონაწილეობენ.

ამჯერად ინტერნეტში ვრცელდება გადამღები გუნდის ახალი ფოტოსესია კადრს მიღმა.

მაგარი ბიჭების ტანდემი – ბრედ პიტს ახალ ფილმში პარტნიორობას ხავიერ ბარდემი უწევს – უახლესი ფოტოები გადასაღები მოედნიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები