LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯინსები, ხავერდის პიჯაკი და დაწნული თმა – 60 წლის სანდრა ბალოკი ფანტასტიკურ ფორმაშია

258
სანდრა ბალოკი

სანდრა ბალოკი ბოლო დროს თითქმის არ ჩნდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ამჯერად პაპარაცებმა „ოსკაროსანი” მსახიობი მაშინ გადაიღეს, როცა ის 16 წლის ვაჟთან ერთად ჰოლივუდში ერთ-ერთ რესტორანში, სავახშმოდ მიემართებოდა. სანდრა პრაქტიკულ სამოსში იყო გამოწყობილი, მას ჯინსები შავ ხავერდის პიჯაკთან ჰქონდა შეხამებული და თმა ორიგინალურად ჰქონდა დაწნული.

სანდრა საჯაროდ მას შემდეგ გაუჩინარდა, როცა მისი მეგობარი მამაკაცი ბრაიან რანდალი გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ბალოკი ნიკოლ კიდმანთან ერთად ბრუნდება გადასაღებ მოედანზე გახმაურებული ფილმის „პრაქტიკული მაგია” მეორე ნაწილის გადაღებებზე.

სანდრა ბალოკი ყავარჯნებით გამოჩნდა – 60 წლის მსახიობი კლინიკის დატოვებისას გადაიღეს

„მისს კონგენიალურობა“ ფანტასტიკურ ფორმაშია – სანდრა ბალოკი 60 წლის გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები