ნიუ-იორკში, Gotham Awards-ის 34-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. წითელი ხალიჩაზე მორიგი ფურორი მოახდინა დემი მურმა. 62 წლის მსახიობი საზოგადოების წინაშე „დიორის“ მუქი ბორდოსფერი კაბით გამოჩნდა, რომელსაც მან „ბულგარის“ ბრილიანტის ყელსაბამი შეუხამა.
მურმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია და „ინსტაგრამ“ გამომწერებს ვიდეო გაუზიარა, რომელშიც როგორც ყოველთვის სრულყოფილად გამოიყურებოდა.
„მინდა გიხრათ, რომ 20 და 30 წლის ასაკში საკუთარ თავში ნაკლოვანებებს უფრო ვამჩნევდი, ვიდრე ახლა, მე ყოველივე ეს მიღებული მაქვს“, – განაცხადა დემიმ ინტერვიუში.
კაბა ამრეკლავი მძივებით – 62 წლის დემი მური წითელ ხალიჩაზე ბრწყინავს
გარდასახვის დედოფალი – 62 წლის დემი მური დაჯილდოებაზე მინი-კაბაში ბრწყინავს
62 წლის დემი მური „ერდემის“ 2025 წლის საკრუიზო ორეულში