ბრედ პიტმა ეროვნული საფეხბურთო ლიგის, „სუპერ ბოულის“ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა. პატრიოტულ ვიდეოში ის საუბრობს, თუ რას ნიშნავს იყო ნამდვილი ამერიკელი. ფაქტია, ბრედს შესანიშნავად გამოუვიდა გამამხნევებელი „სფიჩი“, თუმცა ვიდეომ უამრავი კითხვა გააჩინა.
კადრებში 61 წლის მსახიობი შეცვლილად და ცოტა უცნაურად გამოიყურება. ვიდეოს გავრცელების შემდეგ ინტერნეტსივრცეში მითქმა-მოთქმა ატყდა. საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი, ზოგი ფიქრობს, რომ კადრები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეიქმნა, ზოგი კი აცხადებს, რომ ბრედმა პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.
ვიდეო: 61 წლის ბრედ პიტმა ბოლოს და ბოლოს მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო გაამხილა