20 აგვისტოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ საზოგადოება შეძრა – ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, სამი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდები ზუგდიდიდან არიან და ისინი ერთმანეთის მეგობრები და მეზობლები იყვნენ. არსებული ცნობითვე, ერთ-ერთი გარდაცვლილი არის მარიამ დოხნაძე, რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში მომღერალი მარიამ შენგელია წერს.
„ჩემი ბავშვობა. ჩვენი ერთად გატარებული დრო. მართლა ძალიან მტკივა. მშვიდად განისვენე, ჩემო ანგელოზო. არ მჯერა და არასდროს დავიჯერებ. გპირდები, სულ მემახსოვრები“, – წერს მარიამ შენგელია სოციალურ ქსელში.