კეტი პერის პირადი ცხოვრება კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ეპიცენტრშია. DJ-მ და პროდიუსერმა, დიპლომ (Diplo) გადაცემაში სტუმრობისას სკანდალური განცხადება გააკეთა. მუსიკოსის თქმით, ის კეტი პერის შეყვარებულს, კანადის ყოფილ პრემიერ -მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს ხვდებოდა.
„მე ჯასტინს ვაკოცე და მომეწონა, მასთან რომანი მქონდა“, – აცხადებს მუსიკოსი.
საუბრისას მან ისიც დაამატა, თითქოს ორივესთან ჰქონდა სასიყვარულო კავშირი, როგორც თავად ჯასტინთან, ისევე კეტისთან.
ამ ამბების შემდეგ, პერი პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. არტისტმა Lifetimes Tour-ის ფარგლებში ბოლონიაში კონცერტი გამართა და საოცარი პერფორმანსიც შესთავაზა პუბლიკას.
პარალელურად გავრცელდა დიპლოსა და ტრუდოს ერთობლივი „სელფიც“. თუმცა ამ დრომდე დიჯეის სკანდალურ განცხადებაზე რეაგირება არცერთ მხარეს არ მოუხდენია.
ცნობილი ხდება, თუ რით მოხიბლა კანადის ექს-პრემიერ-მინისტრმა კეტი პერი



