LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ეხმარება პანიკური შეტევის დროს ფსიქოთერაპია – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

891
ნანა ფაცაცია

როგორ ეხმარება პანიკური შეტევის დროს ფსიქოთერაპია – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოთერაპევტმა ნანა ფაცაციამ ისაუბრა.

რა არის პანიკური შეტევა?

პანიკური შეტევა ეს არის უშუალო ან ხანმოკლე შფოთვა, რომელიც ხასიათდება ბრძოლა – გაქცევის რეაქციით. პანიკური შეტევა ეს არის ინტენსიური შიშისა და შფოთვის ეპიზოდური განცდა, რომელიც შეიძლება მოულოდნელად დაგვეუფლოს და რომელსაც თან ახლავს ძლიერი ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიმპტომები, როგორიცაა:

  • გულის ძლიერი ფეთქვა; 
  • ქოშინი;
  • თავბრუსხვევა, სისუსტე ამ წონასწორობის კარგვის შეგრძნება;
  • სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაბუჟების შეგრძნება;
  • სუნთქვის გაძნელება ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
  • სიცხის ან სიცივის ტალღები;
  • ტკივილი გულმკერდის არეში და ა.შ.

როდის ხდება პანიკური შეტევა?

პანიკური შეტევა ხშირად მაშინ გვემართება როცა ვღელავთ ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე ან თუ ძლიერი სტრესთან მოგვიწია გამკლავება, თუმცა შესაძლოა სრულიად მოულოდნელადაც განვითარდეს.

თანამედროვე ფსიქოთერაპია პანიკას განიხილავს, როგორც კლინიკური და სოციალური კონტექსტის ერთიანობას. პანიკური შეტევა ძირითადად 10 წუთის მანძილზე გრძელდება, თუმცა ეს დამოკიდებულია ადამიანის ფსიქო- ემოციურ განწყობაზე, რის შედეგადაც შესაძლოა ოდნავ დიდხანსაც გაგრძელდეს.

თუ ადამიანს აქვს მხოლოდ ერთეული პანიკური შეტევები (მაგალითად ძლიერი სტრესის ან გადაღლილობის ფონზე) ეს შფოთვითი აშლილობა აუცილებლად არ არის, მაგრამ თუ შეტევები ხშირად მეორდება და მათ თან ახლავს მუდმივი შიში ან ქცევითი ცვლილებები (თავიდან არიდება ადგილის/სიტუაციების, სადაც შეტევა შესაძლოა განმეორდეს) მაშინ ეს უკვე შესაძლოა პანიკურ აშლილობაზე მიუთითებდეს, რომლის დიაგნოსტირებას ახდენს ექიმი ფსიქიატრი.

პანიკის შემთხვევაში ყურადღების ფოკუსირება ხდება ფიზიკურ შეგრძნებებზე, ადამიანი „სინჯავს“ თავის სხეულს და ეძებს უჩვეულო ფიზიკურ შეგრძნებებს და აღმოაჩენს იმას რასაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერც კი ამჩნევდა. შესაბამისად, პანიკურ შეტევებთან დაკავშირებული შფოთვა, აძლიერებს პანიკის სიმპტომატიკას და იქცევს მისდამი ყურადღებას. ასე რომ, პანიკის წარმოქმნასთან დაკავშირებული შფოთვა ხელს უწყობს იმ სიმპტომების გამოვლენას, რომლებისაც ადამიანს ყველაზე მეტად ეშინია; შედეგად პანიკური შეტევა ძლიერდება.

ზოგი ადამიანი თვლის რომ, პანიკა იწვევს საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვას, ზოგს კი ბუნდოვნად წარმოუდგენია თუ რას უნდა მოელოდეს, მაგრამ გრძნობს რომ რაღაც ცუდი ან დაუძლეველი მოხდება.

ვლინდება თუ არა პანიკური შეტევა ბავშვებსა და მოზარდებში?

პანიკური შეტევა ბავშვებსა და მოზარდებში ნამდვილად შესაძლებელია გამოვლინდეს, თუმცა ხშირად რთული შესამჩნევია, რადგან სიმპტომები შეიძლება „სომატურ ჩივილებად“ აღიქმებოდეს. (მაგ:გულის ტკივილი,სუნთქვის გაძნელება,თავბრუსხვევა).

პანიკური შეტევი მოზარდებში შესაძლოა გაჩნდეს ძლიერი სტრესის დროს,სასწავლო ან ოჯახური კონფლიქტების, სოციალური წნეხის შემთხვევაში, გენეტიკური მიდრეკილების (მშობლებს აქვთ შფოთვითი აშლილობა), ზოგჯერ ფიზიკური დაავადებების ფონზე (მაგ:ასთმა,გულ-სისხლძარღვთა დაავადებები).

მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

პანიკური შეტევის მკურნალობისას წამყვანი ფსიქოთერაპიული მიდგომაა,ხშირად მედიკამენტოზური მკურნალობის გარეშე. თუმცა რიგ შემთხვევებში გამოიყენება მედიკამენტური მკურნალობაც, სადაც მიიჩნევა რომ მედიკამენტურ მკურნალობას თან უნდა ახლდეს ფსიქოთერაპია, სრულყოფილი შედეგისთვის.

კოგნიტურ ბიჰევიორულ თერაპიას, პანიკური შეტევების მკურნალობის პროცესში, ერთ-ერთ- წამყვანი ადგილი უჭირავს სხვა ფსიქოთერაპიულ მიდგომებს შორის, ის არის თანამედროვე პრინციპებზე დაფუძნებული, მაღალსტუქტურირებული მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომელიც გამოირჩევა მაღალეფექტურობით ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის პროცესში. კოგნიტურ ბიჰევიორულ თერაპიას აქვს გრძელვადიანი შედეგი, რადგან თერაპიის პროცესში ადამიანი სწავლობს, თუ როგორ მართოს თავად სიმპტომები, რაც არის თერაპიული პროგრესის გრძელვადიანად შენარჩუნების წინაპირობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g