მსოფლიოში ყველაზე გამძლე საავტომობილო ძრავების სია გამოქვეყნდა – ზოგიერთი მათგანი ათწლეულების შემდეგაც კი კვლავ კონვეიერზეა. მათი კონსტრუქცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დღემდე პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა.
Buick V6
ავტოინდუსტრიის ისტორიაში არსებობენ ძრავები, რომელთა წარმოება ათწლეულებია გრძელდება, თანაც თითქმის უცვლელი ფორმით. ავტო ჟურნალისტებმა შეადგინეს ყველაზე გამძლე და საიმედო აგრეგატების სია – იმ ძრავების, რომლებმაც რამდენიმე თაობის ავტომობილები გამოიცვალეს.

Ford Modular V8 (1990 — დღემდე)
მიუხედავად იმისა, რომ Ford დღეს აქტიურად ამცირებს ბენზინის ძრავების მოცულობას და ყურადღებას ამახვილებს EcoBoost-სერიაზე, კლასიკური V8 კვლავ გამოიყენება კომპანიის ზოგ მოდელში, მაგალითად, F-Series-ის სატვირთოებზე. ეს ძრავი უკვე 30 წელზე მეტია არსებობს და კვლავ ძალიან მოთხოვნადია.
მისი მოცულობა 4.6-დან 5.8 ლიტრამდე მერყეობს. არსებობდა სპეციალური V10 ვერსიაც – 6.8 ლიტრი, რომელიც მძიმე პიკაპებზე (Super Duty) მონტაჟდებოდა. ძრავის მთავარი უპირატესობა უნივერსალურობაა – ის გამოიყენებოდა არა მხოლოდ სატვირთოებზე, არამედ სუპერქარებზეც, მაგალითად Koenigsegg CC8S-ზე. დღესაც კი Modular V8 Ford-ის კანადურ ქარხანაში იწარმოება.

Ford Kent (1959–2002)
Kent-ის ძრავა პირველად ბრიტანულ Ford Anglia-ზე გამოჩნდა – იმავე მანქანაზე, რომელიც ჰარი პოტერის მეორე ფილმში ჩანს.
1967 წელს ძრავას სერიოზული განახლება ჩაუტარდა: ახალი ცილინდრის თავი მიიღო, განივი ნაკადით.
მოგვიანებით, წინა წამყვანი მოდელებისთვის შექმნილი ვერსიები ცნობილი გახდა როგორც Valencia.
ეს ძრავა საფუძვლად დაედო მრავალ სპორტულ პროექტს; მის ბაზაზე Lotus-მა და Cosworth-მა შექმნეს თავიანთი ლეგენდარული მოდიფიკაციები Twin Cam და BDA.

Ford Windsor V8 (1961 — დღემდე)
საშუალო ზომის Windsor V8 პირველად Ford Fairlane-ის მეოთხე თაობაზე დამონტაჟდა, მოგვიანებით კი მრავალი სხვა მოდელის ძრავად იქცა; მათ შორის Sunbeam Tiger და ლეგენდარული AC Cobra არიან.
ბოლო სერიული მანქანა ამ ძრავით Ford Explorer (2001 წელი) იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ის კონვეიერზე აღარ დგება, Ford კვლავ აწარმოებს Windsor-ს როგორც ე.წ. “crate engine”-ს – მზა ძრავას ტუნინგისა და რესტომოდის მოყვარულებისთვის.
პირველი ვერსიების მოცულობა 3.6 ლიტრს შეადგენდა, თუმცა არსებობდა უფრო დიდი ვარიანტებიც -მაგალითად, 351W 5.8 ლიტრით, რომელიც 1980-იან წლებში პოლიციის Ford LTD Crown Victoria-ზე გამოიყენებოდა.
