LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისტორიაში ყველაზე გამძლე ძრავები: რომელ ავტომობილებზე აყენებენ მათ (ნაწილი III)

105
ისტორიაში ყველაზე გამძლე ძრავები რომელ ავტომობილებზე აყენებენ მათ (ნაწილი III)

მსოფლიოში ყველაზე გამძლე საავტომობილო ძრავების სია გამოქვეყნდა – ზოგიერთი მათგანი ათწლეულების შემდეგაც კი კვლავ კონვეიერზეა. მათი კონსტრუქცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ დღემდე პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა.

Renault Cléon-Fonte (1962–2004)

ძრავა, რომელიც სახელწოდებას კლეონის (ნორმანდია) ქარხნისგან იღებს, 1962 წელს გამოჩნდა და თავის გამძლეობით გახდა ცნობილი. პირველად ის სპორტულმა როდსტერმა Caravelle-მ მიიღო, თანაც 845 სმ³ მოცულობით, შემდეგ – ფურგონმა Estafette-მ და სედანმა Renault 8-მ, რომელიც სპეციალურად ამ ძრავისთვის შეიქმნა. Cléon-Fonte 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოდიოდა, თანდათან კი მისი მოცულობა 1,6 ლიტრამდე გაიზარდა.

Rolls-Royce L-Series (1959–2020)

ყველაზე გამძლე ბრიტანული V8 ძრავა L-Series პირველად  Rolls-Royce Silver Cloud II, Phantom V და Bentley S2 მოდელებზე გამოჩნდა. Rolls-Royce-ის BMW-ის მფლობელობაში გადასვლის შემდეგ, ძრავაზე უფლებები Bentley-ს დარჩა. თავდაპირველად ძრავა 6,2 ლიტრს შეადგენდა და 188 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებდა.

წლების გასვლასთან ერთად აგრეგატი 6,75 ლიტრამდე გაიზარდა, მიიღო 530 ცხენის ძალა. წარმოება 2020 წლის 1 ივნისს შეწყდა; ბოლო მოდელი გახდა Mulsanne 6.75 Edition by Mulliner, რომელიც სულ 30 ცალი გამოვიდა. 61 წლის განმავლობაში  დაახლოებით 36 ათასი ასეთი ძრავა დამზადდა და მათი უმეტესობა დღესაც მწყობრშია.

Chevrolet Small Block (1955 — დღემდე)

Chevrolet Small Block – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძრავა ისტორიაში. V8 Small Block, მოცულობით 4,3 ლიტრი, პირველად 1955 წელს გამოჩნდა – Corvette-სა და Bel Air-ზე. მარტივმა კონსტრუქციამ, მცირე წონამ და მაღალმა პოტენციალმა ის ლეგენდად აქცია.

შემდეგ ეს ძრავა თითქმის ყველა GM-ის ავტომობილზე დამონტაჟდა, კომპაქტური კუპედან პიკაპებამდე. საერთო გამოშვებამ  100 მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა – ეს არის აბსოლუტური რეკორდი შიდა წვის ძრავებს შორის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები