LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ტყუპი შვილი ყველას ჩემი ძმები ჰგონია…“ – თაკო გურგენიშვილმა მოდელობა 40 წლის შემდეგ გადაწყვიტა და „მისის პლანეტა 2025“ გახდა

1972
6f52ae5a-0b76-4c66-84f2-ec7ef9439b95

სამი შვილის დედა, თაკო გურგენიშვილი თურქეთში გამართული სილამაზის კონკურსის Mrs Planet 2025 გამარჯვებული გახდა. თაკო თავის ცხოვრებაზე ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება.

თაკო გურგენიშვილი:

ჩემი სამოდელო კარიერა ერთი წლის წინ დაიწყო, რამდენიმე სერიოზული შეთავაზება მქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და „კატრინის“ სამოდელო სააგენტოში შევდგი ფეხი. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენთვის ყველასთვის საყვარელმა მომღერლებს, თამუნა ამონაშვილსა და მარკუს მეტრეველს. მარკუსი „კატრინის“ დეფილეს პედაგოგია, ყოველმხრივ მოწესრიგებული და თავისი საქმის პროფესიონალი. მან გამაცნო „კატრინის“ დამფუძნებელი და საერთაშორისო ჟიურის წევრი, ქალბატონი ეკა მგალობლიშვილი. ეკა ჩვენთვის მეორე „დედაა“, მას ლომის წილი მიუძღვის ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში.

რაც შეეხება „მისის პლანეტა 2025“-ში მონაწილეობას, არც მიფიქრია, სანამ ქალბატონმა ეკამ არ შემომთავაზა. გადაწყვეტილება ოჯახისგან მხარდაჭერის შემდეგ მივიღე. ანტალიაში ჩატარდა კონკურსი. ჩემს ბედნიერებას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, როდესაც შენს ქვეყანას და სახელს აცხადებენ და ხდები ამ საპასუხისმგებლო ტიტულის, მისის პლანეტა 2026-ის მფლობელი…

თაკო გურგენიშვილსა და მის მეუღლეს, რომა სარიას სამი შვილი ჰყავთ, ორი ტყუპი და ერთი ბიჭი, – „სანდრო და გიორგი რომ შეგვეძინა, დედა და დედამთილი მეხმარებოდნენ, მაგრამ მაინც გადაქანცულები ვიყავით. დღეს ტყუპები წარმატებული ბიჭები არიან, სწავლობენ და მუშაობენ. ფაქტობრივად, ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ტყუპები ყველას ჩემი ძმები ჰგონია…“

magti 5g