ექიმი გიორგი ღოღობერიძე წნევის სამკურნალო მედიკამენტებთან დაკავშირებით სასარგებლო რჩევას გვიზიარებს.
„საზოგადოება წნევის წამლებს ორ კატეგორიად: წნევის მარეგულირებლად და წნევის დამწევად ყოფს. რა განსხვავებაა მათ შორის. ჩვენ წნევის დამწევს არ ვნიშნავთ ხოლმე თუ არ არის მკვეთრად მაღალი წნევა. ყველაზე ხშირად წნევის დამწევს იყენებს სასწრაფო დახმარების გუნდი. როდესაც არის ინფარქტის ან ინსულტის ნიშნები.
ექიმები ყველაზე ხშირად ვნიშნავთ ხოლმე წნევის სამკურნალოდ სწორედ მარეგულირებელ წამლებს. ისინი ძირითადად დილის საათებში მიიღება და მათი მოქმედება დიდხანს 12-24 საათი გრძელდება. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი ყოველდღე უნდა მივიღოთ და მისი თვითნებურად შეწყვეტა ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
ვიდეო: „ფეხი გამენასკვა“…რა არის ამის მიზეზი?“ – გიორგი ღოღობერიძის განმარტება
