მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.
მედიასაშუალება 24News.ge-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა სატვირთო ავტომობილის და Ford-ის მარკის ავტომობილის შეჯახების შედეგად მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო სლაიდზე: 24news. ge
