LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიანა გრანდემ ახალი ალბომი და სკანდალური, „სისხლიანი“ კლიპი გამოუშვა

138
photo-collage.png

არიანა გრანდემ რიგით მე-8 სტუდიური ალბომი, სახელწოდებით – petal ოფიციალურად წარადგინა.

მუსიკალური ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დისკი, რომელიც ეძღვნება დიდების ტოქსიკურობას, მძიმე ემოციურ გამოცდილებებსა და ნეგატიური მიჯაჭვულობებისგან გათავისუფლებას, მომღერლის კარიერაში ყველაზე ემოციური და პირდაპირი ნამუშევარია.

12 ტრეკიანი კრებულის უმეტესი სიმღერის ერთადერთი ავტორი, თავად არიანა გრანდეა.

ფირფიტის რელიზის პარალელურად, არტისტმა იმავე სახელწოდების სინგლი გამოაქვეყნა. სიმღერა თანმხლებ კლიპთან ერთად გამოვიდა, რომელმაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

კრისტიან ბრესლაუერის მიერ გადაღებული ვიდეო მკვეთრი, აგრესიული სიუჟეტითა და „სისხლიანი“ სცენებით გამოირჩევა.

მუსიკალურ რგოლში არიანა ახალი პერსონაჟის, „პეპერის“ როლში გვევლინება, რომელიც მამაკაცი პროდიუსერების წინაშე კასტინგს გადის. მას შემდეგ, რაც ჟიური მის ყველა იმიჯსა და მცდელობას იწუნებს, გრანდეს გმირი მოთმინებას კარგავს და ვიდეო რადიკალურ, შურისძიებით აღსავსე ფინალში გადადის.

კრიტიკოსების შეფასებით, ეს ვიდეორგოლი შემსრულებლის მხრიდან მუსიკალური ინდუსტრიისა და იმ მედია-კრიტიკის პასუხია, რომელთაც ის წლების განმავლობაში პირადი ცხოვრების გამო აწყდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები