შარლიზ ტერონმა ,,ფორსაჟის” მეცხრე ნაწილში მონაწილეობის შესახებ განაცხადა.
,,ის ბრუნდება” – ასეთი აღწერა გაუკეთა ფოტოს ამერიკელმა მსახიობმა, რომლითაც ის თაყვანისმცემლების წინაშე მისი პერსონაჟის – საიფერის ახალი იმიჯით წარდგა.
აღსანიშნავია, რომ ფრენჩაიზის მერვე ეპიზოდისგან განსხვავებით, 44 წლის ლამაზმანი ძველებურად ქერა აღარ იქნება. მეტიც, მან გრძელი თმა მოკლედ შეიჭრა.
შეგახსენებთ, რომ მეცხრე ,,ფორსაჟის” რამდენიმე სცენის გადაღება უკვე მეორე კვირაა საქართველოში მიმდინარეობს.