44 წლის მსახიობი შარლიზ ტერონი კვლავ პაპარაცების ობიექტივში მოექცა. ის თავის 7 წლის ვაჟთან, ჯექსონთან ერთად სეირნობდა. ბიჭს ისევ გოგოს ტანსაცმელი ეცვა, ამჯერად დედამ ის ვარდისფერ საცურაო კოსტიუმში გამოაწყო.
მსახიობი და მისი ვაჟი ხშირად ექცევიან ყურადღების ცენტში, შარლის ტერონი ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი, თუმცა, ვარსკვლავს ეს არ აღელვებს, შვილს კაბებს აცმევს და თამამად სეირნობს ქუჩებში.
ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მისი შვილი გოგოა – „მე ჩემი ორი ქალიშვილი ძალიან მიყვარს, როდესაც მათ ვუყურებ, განვიცდი, მინდა რომ ისინი მუდამ დაცულები უყვნენ“, – ასე მოიხსენიებს მსახიობი თავის შვილებს.