LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბენ აფლეკი და ანა დე არმასი თვითიზოლაციის პირობებს კვლავ არღვევენ

307
LOS ANGELES, CA - APRIL 12: (EDITOR'S NOTE: Alternative crop of image # 1209773367) Ben Affleck and Ana de Armas are seen on April 12, 2020 in Los Angeles, California.  (Photo by BG004/Bauer-Griffin/GC Images)

„არმაგედონისა“ და „ჯეიმს ბონდის“ ვარსკვლავური წყვილის ირგვლის მითქმა-მოთქმა არ წყდება. მას შემდეგ, რაც ბენ აფლეკისა და ანა დე არმასის რომანი დადასტურდა, წყვილის შესახებ უამრავი მასალა დაიბეჭდა. ტაბლოიდების ცნობით, ბენ აფლეკის ყოფილმა მეუღლემ, ჯენიფერ გარნერმა ბენ შვილებისთვის ახალი შეყვარებულის გაცნობა აუკრძალა. გარნერი მიიჩნევს, რომ ანა დე არმასი მისმა შვილებმა მას შემდეგ უნდა გაიცნონ, რაც მათი ურთიერთობა სერიოზულ სახეს მიიღებს.

ჯენიფერ გარნერმა ბენ აფლეკს შვილებისთვის ახალი შეყვარებულის გაცნობა აუკრძალა

ბოლო დროს პაპარაცები ხშირად ხედავენ შეყვარებულ წყვილს ერთად.

თუმცა, შეყვარებულ წყვილს არც სკანდალური განცხადებები და არც კარანტინი ადარდებთ. ვარსკვლავური წყვილი პაპარაცების ფოტოობიექტივში კვლავ მოექცა. 31 წლის ანა დე არმასი და 47 წლის ბენ აფლეკი ჩახუტებულები დასეირნობდნენ.

„ბონდის გოგონას“ „გუჩის“, 2 600 დოლარად შეფასებული სპორტულები და „ივ სენ ლორანის“ 525 დოლარიანი სპორტული ფეხსაცმელი ამშვენებდა.

შეგახსენებთ, წყვილმა ერთმანეთი ახალი ფილმის, „ღრმა წყლების“ გადაღებებზე გაიცნო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები