რამდენიმე თვის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ ილონ მასკი, კომპანია SpaceX-თან და NASA-სთან ერთად, კოსმოსში მძაფრსიუჟეტიან ფილმს გადაიღებს, სადაც მთავარ როლს ტომ კრუზი შეასრულებს. ახლა კი ცნობილი გახდა თარიღიც, რეჟისორი დაგ ლაიმანი და ტომ კრუზი ახალი ფილმისთვის სცენების გადასაღებად კოსმოსში 2021 წლის ოქტომბერში გაემგზავრებიან. მათ გარდა ბორტზე ასტრონავტი, მაიკლ ელადიო ლოპეს-ალეგრია და კიდევ ერთი მგზავრი, სავარაუდოდ ოპერატორი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ეს იქნება ისტორიაში პირველი ფილმი, რომელსაც კოსმოსში გადაირებენ.