აგვისტოს ბოლოს, 35 წლის კეტი პერი და 43 წლის ორლანდო ბლუმი მშობლები გახდნენ, მათ ქალიშვილი შეეძინათ. მშობიარობიდან სულ რაღაც 6 კვირის შემდეგ პერი შესანიშნავ ფორმაშია, ის სამუშაოს დაუბრუნდა და „ამერიკული ტალანტების“ შოუს ჟიურიში კვლავ გამოჩნდა.
ფოტო: კეტი პერი მშობიარობის შემდეგ პირველად გამოჩნდა
კეტი პერის გრანდიოზულმა დაბრუნებამ არამხოლოდ მისი თაყვანისმცემლები აღაფრთოვანა, არამედ ორლანდო ბლუმის ყოფილი მეუღლე, 37 წლის მოდელი მირანდა კერიც, რომელმაც მას ფოტოზე კომენატრი დაუტოვა.
„არაჩვეულებრივი ხარ, მიყვარხარ“ – წერს კერი. კომენტარი პერის თაყვანისმცემლებისგან უყურადღებოდ არ დარჩენილა, ისინი აღფრთოვანდნენ იმ ფაქტით, რომ ბლუმის ყოფილი მეუღლე მის მოქმედ ცოლზე ასე თბილად საუბრობს.
შეგახსენებთ, ორლანდო ბლუმი და მირანდა კერი 3 წელი იყვნენ დაქორწინებულნი, მათ 9 წლის ვაჟი ჰყავთ. კერის კი მეორე მეუღლესთან, ევან შპიგელთან ორ ვაჟს ზრდის.