უამრავი ვარსკვლავია ჩართული საქველმოქმედო ორგანიზაციების აქტივობებში, თუმცა ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვინც მზადაა ადამიანების დასახმარებლად ფიზიკურადაც იშრომოს. ასეთი ბრედ პიტი აღმოჩნდა.
56 წლის მსახიობმა პანდემით დაზარალებული ადამიანების დასახმარებელ საქველმოქმედო პროექტში მიიღო მონაწილეობა. სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტში ფოტოები გავრცელდა, თუ როგორ ტვირთავს ყოვედღიურ ტანისამოსში გამოწყობილი ოსკაროსანი პიტი პროდუქტებით დატვირთულ ყუთებს.
ეს ხდებოდა ლოს-ანჯელესში. სანახაობა საკმაოდ უჩვეულო იყო. ბრედი ძალებს არ იშურებდა და ორგანიზაციის წევრებს მაქსიმალურად ედგა მხარში. სიმძიმეების ზიდვით გადაღლილი პიტი, ბოლოს ორგანიზაციის წევრ გოგონასთან ტრაილერზეც ჩამოჯდა და მომღიმარი სახით დაიწყო საუბარი.
ერთი სიტყვით, ფოტოები ძალიან შთამბეჭდავია. ვერაფრით მოვახერხეთ საუკეთესოების არჩევა, ამიტომ ინტერნეტში გავრცელებულ ყველა ფოტოს გთავაზობთ ??