კეტი პერი და ორლანდო ბლუმი 10 თვის ქალიშვილთან და ოჯახის წევრებთან ერთად იტალიაში, კერძოდ კი ვენეციაში იმყოფებიან. რამდენიმე დღის წინ ისინი მაშინ გადაიღეს, როდესაც კატერით სეირნობდნენ.
44 წლის ორლანდოს ხელში ქალიშვილი ეჭირა და მას კოცნიდა
ფოტო: კეტი პერისა და ორლანო ბლუმის ვენეციური არდადეგები ქალიშვილთან და ძაღლთან ერთად
ვარსკვლავური წყვილი ვენეციის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასტუმროში Aman ისვენებენ. ისინი დღეში 4300 ფუნტს იხდიან. სასტუმრო მართლაც მეფურია. ის შუა საუკუნეებისა თანამედროვე სტილის სინთეზს წარმოადგენს.