როგორც ცნობილია, ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი ვენეციაში იმყოფებიან. პაპარაცული ფოტოები ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ისინი მაშინ გადაიღეს, როდესაც კატერით გადაადგილდებოდნენ. შეყვარებული წყვილი საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა.
ახლახანს კი 52 წლის ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გაავრცელა. მას შავი, კლასიკური კაბა აცვია. გრძელ კაბას ზურგი მთლიანად ამოღებული აქვს. ჯენიფერი სილამაზისგან და ბედნიერებისგან ბრწყინავს. ერთ-ერთ ფოტოს მას თავად გულისსწორი, ბენ აფლეკი უღებს.
„Back on the block, #ვენეცია“ – ასე დაასათაურა ფოტოები ვარსკვლავმა.