LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: “ამ ასაკში ძალიან მიამიტი აღმოვჩნდი, ბიძინამ არჩევნები გააუქმა… უნდა წალენჯიხა? ჰოდა მიიღოს წალენჯიხა…”

379
BeFunky-collage (4)

ცესკოს მონაცემებით, წალენჯიხა ქვეყნის ერთადერთი თვითმმართველი ერთეულია, რომელშიც ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდარს, გიორგი ხარჩილავას 51.11% აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, გიორგი გულორდავას – 48.89%.

აღნიშნულ შედეგსა და ზოგადად, ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების ტურს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ეხმიანება.

“მოგესალმებით მეგობრებო:)

24 საათი დაბლოკილი ვიყავი და დაგიბრუნდით:)

მე, ვიყავი მათ შორის ვისაც სჯეროდა რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას გამოხატავდა და სამწუხაროდ, ამ ასაკში ძალიან მიამიტი აღმოვჩნდი:)

ბიძინამ არჩევნები გააუქმა და რა სიმბოლურია რომ მხოლოდ წალენჯიხას გაუფორმა მოგება:)

უნდა წალენჯიხა?

ჰოდა მიიღოს წალენჯიხა

ვიწყებთ დღეიდან და ვიკრიბებით რუსთაველზე, შვიდ საათზე”,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ, რომელმაც ცესკოს მონაცემებით არჩევნები წააგო, „ლელოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბრძოლას გააგრძელებს და გეგმას დღეს საღამოს 7:00 საათზე გააცნობს მის მხარდამჭერებს.

ნიკა მელია: დღეს საღამოს 7:00 საათზე გელოდებით რუსთაველზე, გაგაცნობთ ჩვენი ბრძოლის გეგმას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g