დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ფილმი „დაქორწინდი ჩემზე“ კინოეკრანებზე გამოდის, ტემპერატურა კი მაღლა იწევს. წითელი ხალიჩა, ინტერვიუები და გლამურული ჟურნალები – ყველა ჯენიფერ ლოპესზე საუბრობს.
ქორწილის რეპეტიცია – ჯეი ლო წითელ ხალიჩაზე საქორწინო კაბით გამოჩნდა, ბენი თავს კვლავ ვერ იკავებს
პრემიერასთან დაკავშირებით გამართულ კონცერტზე ჯეი ლომ საკუთარი რეკორდი მოხსნა და სცენაზე ზე-სექსუალური „ლუქით“ გამოჩნდა. მას „ელი სააბის“ გრძელი, ვერცხლისფერი „შიშველი კაბა“ ამშვენებდა, მან მალუმასთან ერთად ფილმის საუნდტრეკი On My Way შეასრულა და უზადო გარეგნობითა და დახვეწილი გემოვნებით კვლავ შოკში ჩააგდო მსოფლიო.