ბუნებრივია, არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელისგან გათავისუფლების, მათ შორის სასჯელის გადავადების საფუძვლები და შესაბამისი საფუძვლების არსებობისას პენიტენციური სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტი გადაიყვანონ საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
„რა საფუძვლებზეა საუბარი: შეიძლება გადავადდეს სასჯელი იმ შემთხვევაში, თუკი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან, ასევე შესაძლებელია სასჯელისგან გათავისუფლება და მათ შორის პრინციპული სხვაობა მდგომარეობს იმაში, რომ სასჯელის გადავადებისას განკურნების ალბათობა არსებობს, ხოლო გათავისუფლების შემთხვევაში პრაქტიკულად არ არსებობს. გადაწყვეტილებას ამის შესახებ იღებს სასამართლო შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.
ბუნებრივია, როდესაც ვინმე მოითხოვს პენიტენციური სამსახურისგან, რომ პატიმარი გაათავისუფლოს და გაუშვას სამკურნალოდ და არ აქვს მნიშვნელობა ამას, საქართველოში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ეს მოთხოვნა იმთავითვე არის უსაფუძვლო და ბუნებრივია, რომ ამაზე რეაგირებას ვერ მოახდენს.
კარგი იქნება, თუ მათი იურისტებიც ურჩევენ შესაბამისად და მიუთითებენ იმ სამართლებრივ გზებზე, რომელიც აუცილებელია შესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის“, – განაცხადა ბრეგაძემ.
კეთილი ინებოს, ჭამოს კვერცხი და ხაჭო და პრობლემა დამთავრდება – კობახიძე სააკაშვილზე
დეკანოიძე “ოცნებას”: ამაზრზენია დასცინო ადამიანს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია