LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდა თოლორაია: ბუნებრივად ჩნდება კითხვები: რატომ ახლა? რატომ მაინც და მაინც თავისუფლების აღკვეთა?

134
BeFunky-collage (2)

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმიანება და წერს, რომ იქიდან გამომდინარე რომ საქმის მასალებს არ იცნობს, ფაქტობრივ გარემოებებს ვერ შეაფასებს თუმცა მიიჩნევს, რომ ბუნებრივად ჩნდება რამდენიმე კითხვა.

“რატომ ახლა? რატომ მაინც და მაინც თავისუფლების აღკვეთა? ნიკა გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს არა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, არამედ სხვა, ნაკლებად მკაცრ არაერთ სასჯელს – ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს, შინაპატიმრობას.

როცა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დაწყებიდან რამდენიმე წელია გასული და პირს (რომლის პატიმრობაში ყოფნის საჭიროება ამდენი წელია არ/ვერ იქნა დანახული) უნიშნავ ყველაზე მკაცრ სასჯელს (თავისუფლების აღკვეთას) ცხადია, არ ტოვებ კითხვის ნიშნებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადაწყვეტილება გაცდენილია სამართლებრივ ჩარჩოს. მით უფრო, გაუგებარია 220-ე მუხლის 2 ეპიზოდიდან ერთზე – თავისუფლების აღკვეთის, ხოლო მეორეზე – ჯარიმის გამოყენება.

ევროკავშირის კითხვარი პირდაპირ გვეკითხება არის თუ არა ქვეყანაში გამამტყუნებელი განაჩენი ჟურნალისტების წინააღმდეგ და არის თუ არა რაიმე ზომები მიღებული უკანონო სამართლებრივი დავებისგან ჟურნალისტების დასაცავად.

მაშინ როცა ქართველი ხალხი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, ამის გაკეთება არის ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი”,- წერს ლონდა თოლორაია.

 

დღეს, 16 მაისს,  „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული კახაბერ დამენია სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ზურაბ იაშვილი კი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.

ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.

ენმ-ის პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ… ეს პოლიტიკური შურისძიება არაა – როგორ ეხმაურება უმრავლესობა გვარამიას დაკავებას

სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეიწყალოს ნიკა – როგორ აფასებენ გვარამიას დაკავებას ოპოზიციაში

ამავე თემაზე: 

გაბუნია: ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება, არ იქნება მარტივი, მაგრამ „მთავარი არხი“, ნიკა გვარამიას ბოლო წლების ქმნილება გააგრძელებს ჩვეულებრივად მუშაობას

„ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ „რუსთავი 2“ აქცია თავისუფლების ციხესიმაგრედ და შეკრა გუნდი, რომელსაც ამ დრომდე ვერ მოერია „მანქურთთა ჯგუფი“ – ნოდარ მელაძე გვარამიაზე

ვიდეო – რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდა, რისთვისაც მთელი ცხოვრება წვალობდა, იმის გამო ასამართლებდნენ: სოფო ლილუაშვილი ნიკა გვარამიაზე

აბა თქვენ იცით! – ნიკა გვარამიას პირველი კომენტარი განაჩენის შემდეგ

ნიკა გვარამიას მეუღლე: „მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ახლა, რასაც ჩემს შვილებს ვეტყვი სკოლიდან რომ გამოვლენ, გამაგრდნენ..“

„ბიძინა ივანიშვილისთვის, ტელეკომპანია „მთავარი“ გახდება აზოვსტალი“ – როგორ ეხმაურებიან ნიკა გვარამიას დაკავებას

გიორგი მშვენიერაძე: „ამ ქვეყანაში ყველაფერი დანაშაულია, ბიძინა თუ მტრად გთვლის და ყველაფერი კანონიერია, ბიძინას ლაქია თუ ხარ.. სინამდვილეში ხელბორკილი სიტყვის თავისუფლებას დაადეს“

სიმონიშვილი: ნიკა გვარამიას განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ, რომელსაც ამ საქმის განხილვის უფლებაც კი არ ჰქონდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g