ღონისძიება, რომელიც სათავეს მე-19 საუკუნეში იღებს (ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ძველი ჩანაწერი 1826 წლით თარიღდება). კუპერის უკიდეგანოდ ციცაბო გორაკის წვერიდან ათასობით ადამიანი ეშვება და 4 კილოგრამიანი ორმაგი გლოსტერული ყველის დაჭერას ლამობს. ტრავმებით დახუნძლულმა შეჯიბრმა მე-20 საუკუნეში კიდევ უფრო ფართო ხასიათი მიიღო და ლეგიონერებიც კი იღებენ მონაწილეობას (კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და ა.შ.).
გორაკის კუთხის გათვალისწინებით მონაწილეები ზოგჯერ 60-100 კმ/სთ ავითარებენ, რაც არაერთ ტრავმას იწვევს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ისტორიული ღონისძიება პანდემიის გამო არ ჩატარებულა.
2 ივნისს გაზაფხულის „ბენქ ჰოლიდეიზე“ (ბრიტანელთა დასვენების დღე) უამრავი მონაწილე დაეშვა კუპერის მწვერვალიდან.
წლევანდელი გათამაშება განსაკუთრებული იყო, რადგან დედოფალ ელიზაბეტის კორონაციიდან 70 წელი გავიდა. სამწუხაროდ, ტრავმების გარეშე არც ამ მარათონს ჩაუვლია, მაგრამ დაშავებულებიც კი კმაყოფილებით ოხრავდნენ.