როგორც ცნობილია, „ნეტფლიქსმა“ ჯენიფერ ლოპესის შესახებ დოკუმენტური ფილმი, Halftime გადაიღო. ამჯერად ინტერნეტსივრცეში ის მონაკვეთი გავრცელდა, სადაც ჯეი ლო ბავშვობას იხსენებს და დედაზე, გვადალუპე როდრიგესზე საუბრობს. მისი განცხადებით, დედა ძალიან მკაცრი იყო და მასა და მის დებს ხშირად სცემდა. დედასთან დაძაბულმა ურთიერთობამ ჯეი ლო აიძულა, 18 წლის ასაკში სახლიდანაც კი წასულიყო.
„ნეტფლიქსმა“ ჯენიფერ ლოპესის ცხოვრებაზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
ჯეი ლომ ტომ ფორდის „შიშველი“ შავი კაბით წითელი ხალიჩა დაიპყრო
„დედა ძალიან მკაცრი იყო, ცემით სულს გვხდიდა. ერთხელ მითხრა, თუ ამ სახლში გსურს ცხოვრება, უნდა ისწავლოო. ერთ ღამეს საშინლად ვიჩხუბეთ და მე სახლიდან წამოვედი“, – იხსენებს ლოპესი.
დოკუმენტურ ფილმში, გვადალუპეს ინტერვიუცაა, სადაც ის ამბობს, რომ ჯენიფერი ყველაზე მეტად დაუმორჩილებელი ბავშვი იყო.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, 52 წლის ჯეი ლოს ახლა დედასთან იდეალური ურთიერთობა აქვს და ხშირად აღნიშნავს, რომ მისი წარმატებული კარიერა სწორედ გვადალუპეს დამსახურებაა.
„დედა ყველაზე მეტად ანათებს“ – სამი თაობა ერთ ფოტოში
ფოტო: ვახშამი სასიდედროსთან – ჯეი ლო რეკორდულად მოკლე კაბით და აღფრთოვანებული ბენი