LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექჰემებთან ,,ტრაურია” – ვიკტორია და დევიდი რძალთან გაჩაღებული ომის ფონზე პირველად გამოჩნდნენ

1360
Untitled.pngsfsdfdf

დევიდ და ვიკტორია ბექჰემები რძალთან გაჩაღებული ომის ფონზე პირველად გამოჩნდნენ. ვარსკვლავური ცოლ-ქმარი Harry’s Bar-ში, წვეულებაზე იმყოფებოდნენ, სადაც ხელჩაკიდებულები მივიდნენ.

48 წლის დიზაინერი საოცრად ელეგანტურად გამოიყურებოდა „ივ სენ ლორანის“ ორიგინალურ შავ კაბაში, რომლის ღირებულებაც 3000 ფუნტი სტერლინგია. კაბას ვიკტორიამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა. თავად კი ჯინსის შარვალში, კრემისფერ პიჯაკსა და ყავისფერ ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ წყვილს პაპარაცების დანახვისას ზედმეტად სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მათი რძლის, ნიკოლა პელტცის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც ის დედამთილთან დაძაბული ურთიერთობის შესახებ ღიად საუბრობს. ამას კი ვიკტორიას რეაქციაც მოჰყვა, ინსაიდერის ცნობით, ის რძალზე გაცეცხლებულია და აინტერესებს, რატომ ავრცელებს ის უსაფუძვლო ჭორებს.

„იგნორს მიკეთებდა“ – ბექჰემების მილიარდერი რძალი დედამთილზე ღიად ალაპარაკდა

ვიკტორია ბექჰემი რძალზე გაცეცხლებულია და აინტერესებს, რატომ ავრცელებს ის უსაფუძვლო ჭორებს

„ვიკტორია ბექჰემმა ბრუკლინსა და ნიკოლას პირველი ცეკვა მოჰპარა“ – რძალ-დედამთილის მტრობა გრძელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები