LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აკა სინჯიკაშვილი: „გოგო ვნახეთ, ორი პატარა შვილით! პირდაპირ ტროტუარზე მოუწევთ ძილი, სასწრაფოდ თუ არ გავაკეთეთ რამე…“

248
აკა სინჯიკაშვილი

აკა სინჯიკაშვილი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობით წლებია დაკავებულია, წერს კიდევ ერთი ოჯახის შესახებ, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება საზოგადოების ფინანსური თაბადგომა:

„გოგო ვნახეთ, ორი პატარა შვილით! პირდაპირ ტროტუარზე მოუწევთ ძილი, სასწრაფოდ თუ არ გავაკეთეთ რამე. ზამთარს კი არა, რამდენიმე დღესაც ვერ გაუძლებენ

საერთოდ ყველამ მიატოვა და რამდენგანაც დასახლდნენ, გადაუხდელობის გამო, ყველა სახლიდან ქუჩაში გამოყარეს. მათხოვარი და მაწანწალა არ არის, იცით, რა კარგი გოგოა, სულ ტირის და ჩვენც ვცდილობთ, დავამშვიდოთ.

რასაც ხედავთ, ამის მეტი საერთოდ არაფერი არ აბადიათ.

ძალიან სასწრაფოდ უნდა ვუპოვოთ ბავშვებს საიმედო თავშესაფარი. ვუქირავოთ და ჩვენ მივხედოთ, თორემ ფოტოზე რომ ხედავთ, ამაზე მეტი საშინელება დატრიალდება.

ძალიან სასწრაფოა და გთხოვთ, როგორც შეძლებთ, გამივრცელოთ ეს ამბავი.

ბავშვები ისეთი საყვარლები არიან და როგორ გვეხუტებიან, მართლა მათსავით ვტირით ყველა.

ჯერ სახლს ვუპოვით და დანარჩენ ნივთებს მერე მოვუგროვებთ ყველაფერს.

დღესვე დავიწყებთ ყველაფრის მოგვარებას და თქვენი, ყველას დახმარების დიდი იმედი გვაქვს.

აბა, ჩვენ ვიცით.

ბავშვებს ჩვენს გარდა არავინ ჰყავთ.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი

#GE35BG0000000144817300

აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისიბანკი

#GE90TB7603845061100016

PayPal – [email protected]

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili“.

აკა სინჯიკაშვილი: „ახალ ცხოვრებას იწყებენ დედა-შვილი.. აღარასოდეს მოუწევთ შიმშილი და ჭუჭყიან სარდაფში ძილი“

აკა სინჯიკაშვილი: „მართლა გეუბნებით, ამათზე უბედური ადამიანები ძალიან ცოტა მინახავს… სძინავთ პირდაპირ წყალში დადებულ დივანზე“

„ეს ტრადიციაა, რომელსაც არასოდეს დავარღვევთ.. მთელ სამეზობლოში, თითოს 10 ლარის დადებაც არ მოგიწევთ, დაუდგით ბავშვებს“ – აკა სინჯიკაშვილი მოქალაქეებს მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g