LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი შვილისგან საყვედური არასდროს გამიგია” – გიული ალასანია ენმ-ში არსებულ ვითარებაზე

99
BeFunky-collage - 2022-11-11T012414.649

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილისგან “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ვინმეს მიმართ საყვედური არასდროს გაუგია.

მისივე თქმით, როდესაც სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა, ყველაფრისთვის მზად იყო და გარკვეულწილად იცოდა, რაც ელოდა.

“ჩემი შვილისგან საყვედური არასდროს გამიგია. საერთოდ არ შემიმჩნევია, რომ მას რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი ჰქონდა. პირიქით, არანაირი მოლოდინი არ ჰქონია. მან მიიღო ეს გადაწყვეტილება და საქართველოში წამოვიდა. რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაფრისთვის მზად იყო. შესაძლოა იცოდა, რაც მოელოდა, მაგრამ არ შეეძლო, რომ არ ჩამოსულიყო. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მუდმივად სიცხე აქვს და რაღაც პროცესი მიმდინარეობს. ამის მიზეზს ვერ ადგენენ და პასუხი არ გვაქვს”, – საუბრობს “ტვ პირველის” ეთერში გიული ალასანია.

ამავე თემაზე:

გიული ალასანია: „გულს მტკენს, რომ ჩემს შვილს გარეთ უფრო უფასდება ყველაფერი, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში“

ქუჩაში უცნობი ხალხი მესალმება, მოდიან გულისტკივილით მეკითხებიან მდგომარეობას, დეტალები აინტერესებთ, ცრემლებიც კი მოსდით: გიული ალასანია

იმედი მაქვს, რომ რაღაც საშუალებას მისცემენ ჩემს შვილს, რომ ბოლოს და ბოლოს თავის ჯანმრთელობას მიხედოს და გადარჩეს – გიული ალასანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g