როგორც ჩანს, „პოპის პრინცესამ“ მოიწყინა და „ინსტაგრამ“ გამომწერებისა და საკუთარი თავის გამხიარულება უჩვეულო გზით გადაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ ბრიტნი სპირსმა ვიდეო და ფოტოები გაავრცელა, სადაც საქორწინო კაბითა და ფატით პოზირებს.
„დიახ მე, საკუთარ თავზე დავქორწინდი, მოვიწყინე…მე მომეწონა ჩემი ფატა, განა ეს სიგიჟეა?“, – წერს სპირსი.
ცნობისთვის, გასულ თვეს სპირსმა სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, ის აცხადებს, რომ მამამისს, ჯეიმი სპირსს მისი მოკვლა სურდა და იმასაც ამბობს, რომ ამის დამამტკიცებელი საბუთი აქვს.