LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ინვალიდის ეტლში ზის და ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს, ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?!“ – ალასანიასთვის სამხარაულის ბიუროს დასკვნა არადამაჯერებელია

191
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომლის ფარგლებშიც შეამოწმეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრ „ემპათიის” დასკვნა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა ეხმაურება და ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა სარწმუნო არ არის, „ძალიან არადამაჯერებელია“.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის – რატი ბრეგაძე

მისი თქმით, ის ენდობა პროფესიონალებს, რომლებმაც „ემპათიას“ მიერ მომზადებულ დასკვნას ხელი მოაწერეს.

კლინიკა „ვივა მედში“ მისულმა გიული ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ეტლით გადაადგილდება და მისი მდგომარეობა კლინიკაში შესვლიდან დღემდე, ძალიან შეიცვალა.

„ჩემთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მაინცდამაინც დამაჯერებელი არ არის. მათ მოსაზრებას უამრავი არგუმენტი სჭირდება. ის, რასაც მანამდე სხვა ექიმებისა და ექსპერტებისაგან თვეების განმავლობაში ვისმენდით, ყველაფერი დასაბუთებული იყო. ყველას გვარი და სახელი ვიცოდით.

გვახსოვს, რამდენი კონსილიუმი შეიქმნა, რამდენად მაღალი დონის პროფესიონალებმა მიიღეს მონაწილეობა. გარდა უცხოელი ექსპერტებისა, საქართველოდან ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები იყვნენ და ისინი შეთანხმდნენ იმ დიაგნოზებზე, რომლებიც დღეს გვაქვს.

გარდა ამისა, გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში რა მდგომარეობით შემოვიდა. ფეხზე იდგა და ნორმალური ადამიანი იყო. ახლა ინვალიდის ეტლში ზის, ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს და მე მეუბნებით, რომ ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?!“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ელისაშვილი: ყოველდღე რომ კვდები და კვდები, რა უბედურებაა, ვერ ხვდება, რომ ყველას ყელში ამოუვიდა ამაზე ლაპარაკი? – ჭამოს ის საჭმელი და შეეგუოს, რომ პატიმარია

შეგახსენებთ, უკვე რამდენიმე თვეა ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები მისი ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და სასჯელის გადავადებას ითხოვენ.

24 იანვარს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებით, ექსპრეზიდენტს კორონავირუსი მსუბუქი ფორმით აქვს და მდგომარეობა სტაბილურია.

ამავე თემაზე:

„მის ისედაც საკმარის დიაგნოზებს კიდევ ერთი უბედურება დაემატა“ – გიული ალასანიამ ხელწერილის საფუძველზე, კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

„გონების დაკარგვას როგორ ვერ დააფიქსირებდნენ ექთნები, თუ ბადრაგები ასულიერებდნენ?! ე.ი. ჩემი შვილი მატყუებს, რომ გონება დაკარგა?“ – ალასანია ჩხაიძის განცხადებაზე

იმ პატარა გოგოზე ბოლოს თხოვნით მივმართე, მე შევიყვან, რადგან ძალიან განიცდის თურმე, არ სძინავს, ენატრება მამამისი, თუმცა უარი მითხრეს.. ინფიცირების ამბავი მარტო ჩემთვის არ აჩენს კითხვებს – გიული ალასანია

როგორია კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა

სააკაშვილის არცერთ კონტაქტს კლინიკაში კოვიდი არ დაუდასტურდა, ველოდებოდით ადვოკატებს, რომლებმაც არ წარმოადგინეს PCR ტესტი – ზურაბ ჩხაიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g