LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ლექსი მიუძღვნეს ნიკო კვარაცხელიას – „ნიკოს ცხენი, ვფიქრობ, მართლაც გაჭენდება.. ერთ მშვენიერ დღეს ბევრს მოვყვები“

728
Untitled design (3)

ნიკო კვარაცხელიას ხსოვნას პედაგოგმა ნონა მიქავამ ლექსი მიუძღვნა.

„ქალბატონო ნონა, საოცარი ლექსია, ძალიან ემოციური, სოფლის ისტორიით, და იმ დიდი მადლით, რომელიც, მგონი, ჩვენს სოფელს დიდი დოზით ერგო.

ნიკოს ცხენი, ვფიქრობ, რომ მართლაც გაჭენდება, თანაც ლაკადურად, მაგაზე ცალკე და ერთ მშვენიერ დღეს ბევრს მოვყვები“, – წერს ნიკოს დედა, იზა ომაძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე და საზოგადოებას აღნიშნულ ლექსს უზიარებს:

ცას უწია მთების წვერმა..

ჯგალს „მასქურის“ ნეტარება მობნევია,

„ნჯგალა“ქვები ახმაურა ლაფშა ცხენმა.

ბებო ყვება: „ჸოფენია, ჸოფენია..“

აქ თამარის ნატერფალი დღემდე ახსოვთ,

ცხელი კვარით დათუთქული ხელისგულიც,

სხვა ხიბლი აქვს დილით ვარდზე ცვართა ამბორს,

წისქვილარას ქვა-ლოდებზე შხეფად ქუხილს.

ცის კიდური თეთრმა ცხვარმა გადაძოვა,

მზე ჭანისწყლის ჩქერალებში თავს ვერ იხრჩობს,

ღამით მთვარე ვერცხლისფერი ნაბდით მოვა.

„ბაშლაყის“ წვერს მედიდურად გადაიწყობს.

 

Nona Miqava???♥️♥️♥️

საოცარი ლექსია ქალბატონო ნონა, ძალიან ემოციური, სოფლის ისტორიით, და იმ დიდი მადლით რომელიც მგონი…

Posted by Iza Omadze on ხუთშაბათი, 13 აპრილი, 2023

 

გაჭენდება ნიკოს ცხენი ლაკადურად, მისი ჰუნე ცისკენ თეთრ ფრთებს გამოისხამს,

თეთრ სამრეკლოს თეთრი მტრედი შემოუფრენს და თეთრ ყვავილს ჩვენს ტაძარში ჩამოიტანს!

„ვიდეო 2021 წლის შობა დღესაა გადაღებული…ჩემმა ბიჭმა ყოველი დღისთვის ფილმი დამიტოვა” – იზა ომაძე ნიკო კვარაცხელიას კადრს გვიზიარებს

ჩემს მონატრებას იმით ვებრძვი, რომ ვნახულობ ჩემი შვილის დახვრეტის კადრებს: იზა ომაძე

“ჩემი ნიკო დიდგორობას დაიბადა, იდიდგორა და ვალმოხდილი დაგვყურებს ზეციდან, და მე სხვანაირად არც კი ძალმიძს რომ ხელები გულზე დავიკრიფო, და მისი სახელით სხვისი შვილები არ გადავარჩინო” – იზა ომაძე

“დღემდე ვითხოვდი სინანულს, მაგრამ, არა…წარმოიდგინეთ პატიება არც არავის უთხოვია” – რას ამბობს, ნიკო კვარაცხელიას დედა, რომელმაც შვილის მკვლელებს აპატია

„ნიკო იყო მომავალი და გრძელდება მომავალში“ – ნიკო კვარაცხელიას ვიდეო, სადაც Feedc-ის უპირატესობაზე საუბრობს

მოკლეს! რატომ, რისთვის? თაობებს ეცოდინებათ, როგორი მომავლის ბიჭი გვყავდა…მისი სახელის უკვდავსაყოფად ულამაზეს სკვერს ნიკო კვარაცხელიას სახელი მიენიჭა – ნინო ზამბახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g