თბილისის მერის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. კახა კალაძემ ამის შესახებ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იმ ნაბიჯებს დგამს, რაც ქვეყანას სჭირდება:
„პირველად მესმის რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით, ამას თქვენ ახმოვანებთ..
ამ თემაზე ჩვენთან საუბარი არ ყოფილა, საერთოდ არ ვიცი, რაზე საუბრობთ, თუმცა, ერთი რამ მინდა გითხრათ: საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც, პირველ რიგში, სჭირდება ჩვენს ქვეყანას, სჭირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის შესახებ.
„გაიღვიძე საქართველო, გამოფხიზლების დროა! მიმდინარეობს საქართველოს ჩუმი ანექსია” – მამუკა ხაზარაძე
„სტატუსს ნუ ელოდებით, რუსეთის გუბერნიას სტატუსს არავინ მისცემს“ – ზურაბ ჭიაბერაშვილი