ძალიან მალე, ზაზა ორაშვილის მუსიკალურ კლიპში ნანი ბრეგვაძისა და აზერბაიჯანელი მომღერლის ემინის დუეტს ვიხილავთ უკვდავ სიმღერაზე „ყვავილების ქვეყანა”.
„ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ „ყვავილების ქვეყანას“ ვიმღერებდი… არ მეგონა, ამას თუ შევძლებდი. ეს არ არის ჩემი სტილი და არ იყო ჩემს რეპერტუარში. ისე დამაინტერესა ამ მუსიკამ, ისეთი ტექსტი აქვს ისეთი ღრმა, იცით როგორ კარგად გამღერებს? მე არ მეგონა თუ ამას შევძლებდი“ – ამბობს ნანი ბრეგვაძე.
ფოტო/ვიდეო: აზერბაიჯანელი მომღერალი ნანი ბრეგვაძესთან ერთად დუეტზე კლიპს თბილისში იღებს
კლიპის გადაღების პროცესის ამსახველ კადრებს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
ცნობისთვის, კლიპის გადაღებები „გარდენია შევარდნაძეში“ მიმდინარეობდა, კლიპის რეჟისურაზე კი, ცნობილმა რეჟისორმა, ზაზა ორაშვილმა იზრუნა.