LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სანდრა საყვარელ მამაკაცს გარდაცვალებამდე უვლიდა და მას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე გვერდიდან არ შორდებოდა“ – ემოციური დეტალები სანდრა ბულოკის ტრაგედიის შესახებ

218
page

სანდრა ბულოკის მეგობარი მამაკაცი, ბრაიან რენდალი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, ის სამი წლის განმავლობაში „ამიოტროფულ სკლეროზს“  ებრძოდა. მისი გარდაცვალების შესახებ განცხადება ოჯახმა გაავრცელა.

„დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ 5 აგვისტოს ბრაიან რენდალი ამიოტროფულ გვერდით სკლეროზთან (ALS) სამწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ბრაიანს სურდა, რომ დაავადების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გაემჟღავნებინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

სანდრა ბალოკმა და ბრაიან რენდელმა საბედისწერო დიაგნოზის დასმამდე სამი წლით ადრე, საქორწინო ცერემონია გამართეს – ინტერნეტსივრცეში უახლესი ვიდეო ვრცელდება

ბრა­ი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბავს სან­დრა ბუ­ლო­კის და, ჯე­სინ ბუ­ლო­კი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

„სანდრა საყვარელ მამაკაცს გარდაცვალებამდე უვლიდა და მას სიცოცხლის ბოლო წუთებამდე გვერდიდან არ შორდებოდა“, –  ნათქვამია პოსტში.

სანდრა ბულოკის მეგობარი მამაკაცი, ბრაიან რენდელი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

„მე ჩემი ცხოვრების სიყვარული ვიპოვე, ჩვენ ორი ულამაზესი შვილი გვყავს და ეს საუკეთესო რამაა, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა. მე არ მჭირდება ქაღალდი იმისთვის, რომ  პარტნიორის ერთგული ვიყო. ბრაიანი სწორედ ისაა, რომელიც მინდა, ჩემს შვილებს ჰყავდეთ“, – განაცხადა სანდრა ბულოკმა 2021 წლის ინტერვიუში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Gesine Bullock-Prado (@gesinebp)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები