ფრანგი მსახიობი, ვენსან კასელი 57 წლის გახდა. ეს დღე მას ახალმა შეყვარებულმა, ნარა ბაპტისტამ „ინსტაგრამ“ პოსტის საშუალებით მიულოცა და საარქივო ფოტო გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ ზაფხულშია გადაღებული. წყვილი ეიფელის კოშკის ფონზე პოზირებს.
„გილოცავ ჩემო ძვირფასო“, – წერს მოდელი პორტუგალიურ ენაზე.
აღნიშნული ფოტო ნარამ „სთორიზე“ გაავრცელა, მოგვიანებით პოსტი თავად კასელმაც გადააზიარა.
ცნობისთვის, წყვილმა ცოტა ხნის წინ იტალიაში იმოგზაურა. მათ ნარას იუბილე რომში აღნიშნეს. მიიღო თუ არა მილოცვა მსახიობმა, ყოფილი ცოლისგან, ტინა კუნაკისგან, უცნობია.
ვენსან კასელმა ახალი შეყვარებულის 27 წლის იუბილე რომში, რომანტიკული ვახშმის ფონზე აღნიშნა