სოფო ბედია 27 დეკემბერს ვაჟის, ანდრიას დაბადების დღეს აღნიშნავს და ჟურნალ „სარკესთან“ მის დაბადებას იხსენებს:
„როცა 2019 წელი შემოდიოდა, 2018 წლის 27 დეკემბერს ანდრია დაიბადა. ის 5 წლის ნანატრი შვილი იყო. პრობლემების გამო ვერ ვაჩენდი ბავშვს. ეს სასწაული ამბავი ჩემი საყვარელი წმინდანის, მამა გაბრიელის შემწეობით მოხდა. ანდრია 27 დეკემბერს მოევლინა ამ ქვეყანას. 30-ში სამშობიაროდან გამომწერეს და 31 დეკემბერს პირდაპირ მივედი საახალწლო კონცერტზე, სცენაზე, გამყინვარებაში ვიდექი. დათო დოიაშვილი იყო ამ კონცერტის რეჟისორი. რომ დამინახა, იხუმრა, ბედია სამშობიარო ბლოკში საკონცერტო კაბით იწვა და იქიდან პირდაპირ წამოვიდაო. ფაქტობრივად, ასე გამოვიდა…“
სოფო ბედია: „ჩემს დედამთილს ჩემი შვილი თავისი შვილიშვილებისგან არ გამოურჩევია…“