LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაღაცის დამტკიცებას ცდილობ, იმის მაგივრად, რომ უბრალოდ იცხოვრო“- ჯეინ ფონდა ჯეი ლოს მიმართავს

458
page

ლოს-ანჯელესში, ჯენიფერ ლოპესის ფილმის This Is Me… Now: A Love Story პრემიერა შედგა. 54 წლის ჯეი ლო წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, ბენ აფლეკთან ერთად მივიდა და არაერთი შთამბეჭდავი ფოტოც გადაიღო.

ბენის საფირმო გამომეტყველება და ჯეი ლოს თვალწარმტაცი „ლუქი“ – „ბენიფერი“ ფილმის პრემიერაზე

ფილმში, რომელიც „ბენიფერის“ სიყვარულის ისტორიითაა შთაგონებული, ორგზის ოსკაროსანი მსახიობი, ჯეინ ფონდაც გამოჩნდა, რომელმაც მათ აღდგენილ ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც ირკვევა, 86 წლის ფონმა მათ შერიგებას სკეპტიკურად უყურებდა.

„მე მართლა დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოვა, თუმცა, მგონია, რომ რაღაცის დამტკიცებას ცდილობ, იმის მაგივრად რომ უბრალოდ იცხოვრო“, – ეუბნება ფონდა ჯეი ლოს.

ცნობისთვის, მსახიობებს 20 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ, მათ 2005 წელს ფილმში „როცა შენი დედამთილი მონსტრია“ ითამაშეს.

„როცა შენი დედამთილი მონსტრია“ – ჯეინ ფოდა ამბობს, რომ ჯენიფერ ლოპესმა მისი კინოკარიერა გადაარჩინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები