ლიზო პირველი მნიშვნელოვანი სამსახიობო როლისთვის ემზადება. ცნობილი გახდა, რომ ის ჰოლივუდის მომავალ პროექტში, როკ-ენ-როლის პიონერს – როზეტა თარპს განასახიერებს. ბიოგრაფიული ფილმის – ,,როზეტა” სხვა დეტალები, ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, 30-40-იან წლებში, თარპმა ვოკალური მონაცემებითა თუ საგიტარო საშემსრულებლო მანერით, სამუდამოდ დაიმკვიდრა თავი მუსიკის ისტორიაში, თუმცა ხშირად აღნიშნავენ, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი არტისტია, რომელიც ქმნიდა როკ-ენ-როლს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იცოდნენ თუ რა იყო ეს აკუსტიკური ფენომენი.
შეგახსენებთ, რომ ლიზოს დებიუტი დიდ ეკრანებზე კინოსურათში – ,,ძარცვა ქუსლებზე” შედგა, რომელშიც მან პარტნიორობა ჯენიფერ ლოპესსა და ქარდი ბის გაუწია.
ლიზომ და Lil Nas X-მა ახალი სინგლები გამოუშვეს