LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამდენი ტანსაცმელი ერთ დღეში არასოდეს მოგვივროვებია, რამდენი ბავშვი გაახარეთ ნეტავ იცოდეთ” – აკა სინჯიკაშვილის ქველმოქმედების მორიგი ამბავი

194
BeFunky-collage (5)

აკა სინჯიკაშვილი ქველმოქმედების მორიგ ამბავზე სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ კახეთში დაახოლოებით, 7 ტონა ტანსაცმელი ჩაიტანეს და 5 000-მდე ბავშვი გაახარეს.

“ამდენი ტანსაცმელი ერთ დღეში არასოდეს მოგვივროვებია. 7 ტონა მოგროვდა დაახლოებით, ის უზარმაზარი მანქანა სულ გავავსეთ, ჩამოვიტანეთ ეს ყველაფერი კახეთში და სიღნაღის გამგეობის და წითელი ჯვრის საზოგადოების დახმარებით დავარიგეთ სიღნაღის ყველა სოფელში. ტანსაცმელი მიიღო 5000-მდე ადამიანმა და რამდენი ბავშვი როგორ გაახარეთ ნეტავ იცოდეთ.

სათამაშოები და წიგნები შეხვდებათ სოფლის საბავშვო ბაღებსაც. დიდი მადლობა დახმარებისთვის სიღნაღელებს და თქვენ ყველას, ვისაც არ დაგეზარათ და ერთი მაისური მაინც მოუტანეთ ბავშვებს, მალე ისევ მოვაგროვებთ და გავახარებთ ადამიანებს, იმიტომ, რომ #სიკეთეგადამდებია” – წერს აკა სინჯიკაშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები