LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკაში დააჯარიმეს მამაკაცი, რომელმაც საგზაო კამერების მუშაობაში შეცდომა აღმოაჩინა

50

ამერიკაში დააჯარიმეს მამაკაცი, რომელმაც საგზაო კამერების მუშაობაში შეცდომა აღმოაჩინა. მეტს იარსტრომმა, რომელიც ადრე შვედეთის სამხედრო-საჰაერო ძალებში მუშაობდა, შუქნიშნებისა და კამერების მუშაობას შორის შეუსაბამობა აღმოაჩინა და არსებული ალგორითმის შეცვლის იდეა გაუჩნდა.

აღსანიშნავია, რომ თავისი კვლევა მამაკაცმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი მეუღლე არასწორად დააჯარიმეს. მეტსმა მალევე დაადგინა, რომ სისტემა, რომლითაც აშშ-ს შუქნიშნები მუშაობენ ჯერ კიდევ 1950-იან წლებშია შემუშავებული და მას შემდეგ არ განახლებულა. შესაბამისად, შუქნიშნები და კამერები ერთმანეთთან შეუთავსებლად მუშაობენ და ამის გამო ბევრი ადამიანი სრულიად უსამართლოდ ჯარიმდება. ყოფილმა სამხედრომ სწორი ალგორითმიც შექმნა და ხელისუფლებას წარუდგინა, თუმცა შედეგად მხოლოდ 500 დოლარიანი ჯარიმა მიიღო. მთავრობამ ის არალიცენზირებულ კვლევებში დაადანაშაულა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები