LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლის ახალი იმიჯი – პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე ინტერნეტში ფილმის „პიტერ პენი და ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ფოტოები ვრცელდება

341
page

4 დეკემბერს,  კინოეკრანებზე ახალი, ფენტეზის ჟანრის ფილმი, Come Away – „პიტერ პენი და ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს ანჯელინა ჯოლი და დევიდ ოიელოუოსი ასრულებენ. პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე, ინტერნეტში აჯელინა ჯოლის ახალი ფოტოები გავრცელა.  მსახიობი „ქალი ყვავის“ კოსტიუმშია გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ ფილმი რამდენიმე ზღაპრულ ისტორიას ასახავს, ამიტომ 45 წლის ჯოლი კიდევ უამრავი საინტერესო იმიჯითა თუ როლით გაგვაოცებს.

რაც შეეხება ფილმის მთავარ სიუჟეტს, ის ორი მშობლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც  ერთი შვილი დაეღუპებათ. დარჩენილი ორი შვილი კი ცდილობს, მშობლების ცხოვრებას ახალი აზრი მისცეს, ისინი ამისთვის ზღაპრულ სამყაროს გამოიყენებენ. ოჯახი საოცრებათა სამყაროში მოგზაურობს და ბავშვების დაბრუნებას ცდილობს, საბოლოოდ კი ზღვარი რეალურსა და არარეალურს შორის იშლება.

https://www.youtube.com/watch?v=46fxZlr3Svc&feature=emb_title

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები