კომპოზიტორი და მომღერალი ანუკი ცქვიტინიძე პასუხობს ჟურნალ „სარკის“ კითხვას, როგორ დაძლიეს მან და მისმა მეუღლემ, მომღერალმა გელა დონაძემ ოჯახური კრიზისი, რომელიც მათ ცხოვრებაში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა:
„რა თქმა უნდა, რთული პერიოდი იყო ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა როცა ამაზე ვფიქრობ, თითქოს ეს ამბავი მე კი არა, ჩემს ახლობელ ადამიანებს შეემთხვათ. ამ კრიზისის გადალახვაში ჩემი მეტი წილი იყო, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ურთიერთობაში ბზარი არ დარჩენილიყო. მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრ რამეში მე გელასაც დავეხმარე და საკუთარ თავსაც. ბედნიერი ვიქნებოდი, ჩვენ შორის ეს პერიოდი რომ არ ყოფილიყო, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი გადავლახეთ…“
ინტერვიუს ვრცლად წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ 12 თებერვლის ნომერში.