LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში „ტესლას“ გაყიდვები 98%-ით შემცირდა

31
tesla

ჩინეთში კორონავირუსის მორიგი აფეთქების გამო უმკაცრესი შეზღუდვები დაწესდა და ბევრი ავტომწარმოებელი იძულებული გახდა ქარხნები გაეჩერებინა. გამონაკლისი არ ყოფილა კომპანია „ტესლაც“, რომლის საწარმოც 22 დღე გაჩერებული იყო. გასულ თვეს ამერიკულმა ბრენდმა მხოლოდ 500-მდე მოდელის გამოშვება შეძლო, რაც საშუალო მაჩვენებელზე 98%-ით ნაკლებია.

შანხაის ქარხნის გაჩერებამდე მარტის თვეში „ტესლამ“ 65 800 ელექტრომობილი გამოუშვა. იძულებითი გაჩერების შემდეგ კომპანია 24 საათში 2600 ელექტროქარის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა სიტუაცია ისე შეიცვალა რომ მინიმალური ოდენობა 200-მდე შემცირდა. თანაც, არც ისაა გამორიცხული რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მაისის ბოლომდე გაგრძელდეს.

აღსანიშნავია, რომ კოვიდმა „ტესლას“ გარდა ცხოვრება ჩინეთის ბაზარზე არსებულ ყველა სხვა ავტომწარმოებლებსაც გაურთულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები