LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში ძაღლის დაბადების დღის აღნიშვნის გამო 3 მამაკაცი დააკავეს

36
dog-birthday-party

ჩირაგ პატელი, მისი ძმა და ერთი მეგობარი საყვარელი ძაღლის, ების დაბადების დღის აღნიშვნის გამო ციხეში მოხვდნენ. საქმე ისაა, რომ ოჯახმა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები არაფრად ჩააგდო და გრანდიოზული წვეულება მოაწყო. ცუგას იუბილეზე ათობით ადამიანი შეიკრიბა და 9000 დოლარიც დაიხარჯა.

ბუნებრივია, წვეულებაზე სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება არავის გახსენებია, არადა ქვეყანაში ძალიან რთული ეპიდვითარებაა.

დაბადების დღეზე საკმაოდ ცნობილი ინდოელი მომღერალიც გამოვიდა და ტორტიც დაჭრეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები