LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე ქორწილი გაქვთ და წონის კორექცია გსურთ? – 5 მარტივი გზა დიეტოლოგისგან

38
დიეტა

2022 წელი ქორწილების წელია და 1984 წლის შემდეგ რეკორდულად ითვლება. წელს 2,5 მილიონმა წყვილმა დაუკავშირა ერთმანეთს ბედი. ქორწილების ზრდასთან ერთად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც დიდ დღემდე წონის კორექციას ცდილობს.

მაშინაც კი თუკი ქორწილამდე სულ რაღაც ერთი თვეა დარჩენილი, წონის სწრაფად და უსაფრთხოდ კლების გზები არსებობს, ფიქრობენ დიეტოლოგები. სპეციალისტებმა ყველაზე ეფექტური მეთოდები განიხილეს.

  1. მიირთვით მეტი ბოსტნეული

დიეტოლოგები ფიქრობენ, რომ ბოსტნეული ყველა კერძს უნდა დაამატოთ და მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში. ბოსტნეულის შემადგენლობა სისავსის შეგრძნებას იწვევს და შიმშილი დიდი ხნის განმავლობაში აღარ შეგაწუხებთ.

  1. მოერიდეთ კაფე-რესტორნებს

ქორწილამდე წონის კლების ერთ-ერთი ეფექტური გზა გარეთ ჭამაზე უარის თქმაა. მინიმუმ 30 დღის განმავლობაში არ გაეკაროთ არც ერთ რესტორანსა და ბარს და შედეგი თავადაც გაგაოცებთ.

  1. ცილები

წონის კლების ეფექტური გზაა ცილოვანი დიეტა. ყურადღება მიაქციეთ თქვენს რაციონს და დარწმუნდით, რომ მასში საკმარისი რაოდენობითაა ცილები.

  1. უარი თქვით გაზიან სასმელზე

გაზიანი სასმელი ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია და ამასთან ზედმეტი კილოგრამების მიზეზიც ხდება. დიეტოლოგთა აზრით, რაციონიდან უნდა ამოიღოთ დიეტური გაზიანი სასმელიც კი, რადგან შაქარი მის შემადგენლობაშიც ძალიან დიდი რაოდენობითაა.

  1. იკვებეთ გააზრებულად

და ბოლოს, შეაფასეთ შიმშილის დონე 1-10 ბალიანი სისტემით და მიირთვით საკვები მაშინ, როცა დარწმუნდებით რომ ნამდვილად გშიათ. ხშირად ადამიანები იკვევევიან როცა მოწყენილები არიან, ცუდ ხასიათზე არიან ან უბრალოდ არ იციან რა აკეთონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები