ავსტრიაში მოხდა ავარია, რომელშიც 7,5 მილიონ დოლარად შეფასებული სუპერქარები მონაწილეობდნენ. Reddit-ის მომხმარებელმა გაავრცელა ფოტო საგზაო ინციდენტის, რომელიც ალპებში მოხდა. Ferrari 812 Superfast-ის მძღოლი მართვას ვერ გაუმკლავდა და Ferrari LaFerrari-ს დაეჯახა, თავის მხრივ ეს უკანასკნელი სპიდსტერ McLaren Elva-ს მოედო. წინ მიმავალ ავტომობილებთან დაჯახებას ვერ გადაურჩა მესამე თაობის Bentley Continental GTC-იც.
ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული ყველა ავტომობილი აღდგენას ექვემდებარება, თუმცა სადაზღვევო კომპანიებს საკმაოდ დიდი ხარჯის გაწევა მოუწევთ. საქმე ისაა, რომ Ferrari LaFerrari საშუალოდ 5 მილიონი დოლარი ღირს, McLaren Elva 1,8 მილიონი, Ferrari 812 Superfast-ის ფასი კი მინიმუმ 450 ათასი დოლარია, ხოლო Bentley Continental GTC დაახლოებით 300 ათას დოლარამდე ფასობს.