LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო დოლიძე: „რა გახდა ამისთანა, რა ვალიდან ვერ ამოვედით ბიძინა ივანიშვილის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ციხეში ვკლავდეთ“

618
Untitled design (6)

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ბაჩო დოლიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმიანება და ინიციატივაზე საუბრობს.

როგორც დოლიძე აღნიშნავს, შესაძლოა ჰუმანიტარული კორიდორის გაკეთება, რათა სააკაშვილი გადაიყვანონ და ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუნარჩუნონ.

მისი თქმით, სირცხვილია, ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავდნენ:

„სირცხვილია, ადამიანს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის ამდენი აქვს გაკეთებული, ჩვენ მოგვწონს არ მოგვწონს ობიექტურად თითქმის ყველა რეფორმა, მასთან არის ასოცირებული, რა გახდა ამისთანა, რა ვალიდან ვერ ამოვედით ბიძინა ივანიშვილის, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ციხეში ვკლავდეთ. ეს ხომ არ არის ერთი პარტიის პრობლემა, ერთი ოჯახის პრობლემა, ამაზე თანხმდება საზოგადოება, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეში პენიტენციურ დაწესებულებაში არ უნდა გიკვდებოდეს. ეს ხომ ელემენტარული ამბავია, რაც არ ესმის ხელისუფლებას. ყველა იმედის თვალით უყურებს პროცესს, თუ ამ ქვეყანას არ გამოადგება, იქნება ჰუმანიტარული კორიდორი მაინც გავუკეთოთ, რომ გადავიყვანოთ და შევუნარჩუნოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ შემთხვევაში, ეს არის მნიშვნელოვანი“, – აცხადებს დოლიძე.

პოდოლიაკი: „ქვეყნისთვის, რომელიც საკუთარ მომავალზე ფიქრობს, მიხეილ სააკაშვილის დონის ფიგურის ციხეში ყოფნა მართებული არაა“

ივანიშვილს მივმართავ! გადაიყვანეთ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში ვერ მოიშორებთ ლაქას, რასაც მესამე პრეზიდენტის სიკვდილი ჰქვია!: თაკო ჩარკვიანი

მინისტრი სააკაშვილზე: თუ სჭირდებათ კონკრეტული მიმართულების ექიმი, საზღვარგარეთიდან ვინმეს მოწვევა, ან სახელმწიფო კლინიკებში დამატებითი რეაბილიტაცია, თუ მოგვმართავენ – დავეხმარებით

მეუფე ნიკოლოზი: ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს – „კლინიკაში 11 კილოგრამი მაქვს დაკლებულიო“, ვუთხარი, მშურს-მეთქი, რადგან ვშრომობ, ვლოცულობ, რომ წონაში დავიკლო და არ გამომდის არაფერი

ადვოკატი: სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაფასებლად აშშ-დან ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, შვეიცარიიდან კი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები ჩამოვლენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g